Skills4Georgia

პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეები

15-16
ივნისი
2019
თბილისი, საქართველო
Follow Us:

მიხეილ ბატიაშვილი
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
ჰუბერტ ქნირში
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში
მამუკა ბახტაძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი

როდის: 15 და 16 ივნისი, 2019

სად: რესპუბლიკა, პირველი რესპუბლიკის მოედანი

ეწვიეთ პროფესიული განათლების ქართულ-გერმანულ დღეებს – დღემდე ყველაზე დიდ პროფესიულ საგანმანათლებლო ღონისძიებას საქართველოში!

ათასობით ქართველ და უცხოელ სტუმართან და მონაწილესთან, მათ შორის, ექსპერტებთან, მეწარმეებთან, ბიზნესისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან,  სტუდენტებთან და მშობლებთან ერთად, შესაძლებლობა გექნებათ, უშუალოდ ნახოთ, თუ რამდენად მრავალფეროვანი შეიძლება იყოს პროფესიული განათლება.

ღონისძიება ეძღვნება საქართველოსა და გერმანიას შორის ხანგრძლივ და ნაყოფიერ თანამშრომლობას საქართველოში პროფესიული განათლების მოდერნიზებაში.  პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეების მასპინძელია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და გერმანიის საელჩო. აქტივობები მოიცავს სახალხო ღონისძიებას, 15 ივნისს და ორ კონფერენციას, 15 და 16 ივნისს.

სახალხო ღონისძიება

სახალხო ღონისძიება პროფესიული განათლების ბაზრობა და გამოფენა საზოგადოებას თვალსაჩინოდ წარმოაჩენს პროფესიული განათლების პოტენციალს დასაქმებისა და ეკონომიკის განვითარებისთვის, ასევე კერძო-საჯარო პარტნიორობის მნიშვნელობას დუალურ პროფესიულ განათლებაში. სტუმრებს შეუძლიათ, დაათვალიერონ ათობით თემატური საინფორმაციო ზონა თუ დახლი და გაეცნონ ქართულ-გერმანულ პარტნიორობას პროფესიულ განათლებაში. გარდა ამისა, შეიტყონ იმ გასაოცარი წარმატების ისტორიებისა და კარიერული შეაძლებლობების შესახებ, რასაც პროფესიული განათლება იძლევა. მივესალმებით ახალგაზრდების, კომპანიების, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებს და პროფესიული განათლებით  დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანის ჩართულობას ჩვენს ინფორმაციულ და ინტერაქციულ ღონისძიებაში. დღის განმავლობაში ელის ბენდი და ელენე კალანდაძე გამართავენ კონცერტებს, რომელსაც საღამოს DJ-წვეულება ჩაანაცვლებს. შესაძლებლობა გექნებათ, ისიამოვნოთ თბილისის თბილი ამინდით და აღნიშნოთ პროფესიული განათლების თანამედროვე მიღწევები საქართველოში.

Expert to Expert Talks

15 ივნისს, Expert to Expert Talks წაახალისებს პროფესიული განათლების უახლესი გლობალური ტრენდების შესახებ ინფორმაციის გაცვლას. ამასთან, შექმნის პლატფორმას ქვეყანაში პროფესიული განათლების რეფორმების განხილვისა და ანალიზისათვის. მოხარული ვართ, რომ ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს კერძო და საჯარო სექტორის არაერთი ექსპერტი და მათთან ერთად საერთაშორისო დონეზე აღიარებული პროფესიული განათლების ექსპერტები. ღონისძიებას დაესწრება ოცზე მეტი მონაწილე გერმანიიდან. განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორებიცაა, დიგიტალიზაცია, კვალიფიკაციების საერთაშორისო აღიარება, ხარისხის უზრუნველყოფა, საჯარო და კერძო თანამშრომლობის მნიშვნელობა პროფესიული ჰგანათლების წარმატებისთვის.

Skills4Georgia Talks 

16 ივნისს, გაიმართება ღონისძიება Skills4Georgia Talks ინსპირაციული ფორუმი საქართველოში პროფესიული განათლების მომავალზე. ქართველი ექსპერტები, ბიზნეს ლიდერები, განათლების სფეროსა და ხელისუფლების წარმომადგენლები ისაუბრებენ პროფესიული განათლების თემაზე.

იხილეთ ქვემოთ ღონისძიების ``Skills4Georgia - პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეები`` პროგრამა

12:00 24:00

სახალხო ღონისძიება


14:00 17:30

ელის ბენდი


15:00

სახალხო ღონისძიების ოფიციალური გახსნა


19:00

ოფიციალური ცერემონია


20:30

ელენე კალანდაძე


21:30 24:00

DJ წვეულება


11:00

ოფიციალური გახსნა


11:30 14:00

Expert to Expert Talks, სესია 1

More Details...


16:00 17:30

Expert to Expert Talks, სესია 2

More details...


11:00 15:00

Skills4Georgia Talks

More details...


პირველი რესპუბლიკის მოედანი, რესპუბლიკის ღონისძიებების დარბაზი

პირველი რესპუბლიკის მოედანი საქართველოს დედაქალაქის შუა გულში მდებარეობს. მოედანი იქნება მთავარი ლოკაცია ღონისძიების ``Skills4Georgia - პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეები`` აღნიშვნისთვის. რესპუბლიკის ღონისძიებების დარბაზი მდებარეობს ზუსტად მოედანზე და მოემსახურება საკონფერენციო ფორმატის შეხვედრებს.