რეგისტრაცია

რეგისტრაცია დასრულდება 14 ივნისს, 14:00 საათზე

ადგილი: რესპუბლიკის ღონისძიებების დარბაზი

დრო: 15 ივნისი, 2 პარალელური სესია თითოეულში 3 ჯგუფით (11:30 – 14:00 და 16:00 – 17:30)

სამუშაო ენა: ქართული

Expert-to-Expert talks იქნება პლატფორმა მრავალფეროვანი ტექნიკური საკითხების მიმოხილვისა და პროფესიული განათლების უახლესი გლობალური ტრენდების ანალიზისთვის. ამასთან, განხილული იქნება საქართველოში გატარებული პროფესიული განათლების რეფორმები.

საუბრები გადანაწილებულია თემატურ ჯგუფებში, რომლებიც თითოეული სესიისას ერთმანეთის პარალელურად ჩატარდება. თითოეულ ჯგუფში იქნებიან გერმანელი და ქართველი ლიდერები როგორც აკადემიური სფეროდან, ისე პრაქტიკოსები. ექსპერტები განიხილავენ პროფესიული განათლების ყველაზე აქტუალურ საკითხებს. მათი მოსაზრებები ბიძგის მიმცემი იქნება დინამიური დისკუსიებისთვის, რომელშიც ყველა მონაწილე ჩაერთვება და ისაუბრებს მათ მნიშვნელობაზე საქართველოსთვის.

ოფიციალური გახსნა

გერმანიის ელჩის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  მინისტრის, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მიერ

11:00 – 11:20

ძირითადი მომხსენებლები

ირინა აბულაძე

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე

პროფესორი დოქ. დანიელ ფითიჰი

ტექნიკური განათლების პროფესორი, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი

11:20 – 12:00

სესია 1

12:30 – 14:00

ჯგუფი A: ახალი პროფესიული უნარები საქართველოში

მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია სწრაფად გარდაქმნის ეკონომიკებს და საზოგადოებებს მთელს მსოფლიოში. დიგიტალიზაცია, ავტომატიზაცია და ახალი ბიზნეს-მოდელები ხელახლა განსაზღვრავენ შრომის ბაზარს და საჭირო უნარ-ჩვევებს. ამ მიმართულებით საქართველოს შეუძლია ლიდერის პოზიცია დაიკავოს.

ჯგუფი A განიხილავს პროფესიული განათლების როლს იმ უნარების შესაძენად, რომელიც საჭიროა ხვალინდელი ეკონომიკისათვის, დიგიტალიზაციის ხელშესაწყობად, სტარტაპებისა და მეწარმეების მხარდაჭერისათვის.

ექსპერტები და პრაქტიკოსები:

  • პროფ. ტანია მანსფელდი
  • პროფ. დანიელ ფითიჰი
  • კლარა ჰოლტერმანი
  • სარა აილინგსფელდი
  • კრისტიან კოდრეანუ
  • უილმარ დიფგრონდი
  • მაკა მახათაძე
  • ნიკოლოზ გოგოჭური
  • ნინო ანდრიაძე

სესია 2

16:00 – 17:30

ჯგუფი D: კერძო სექტორის ჩართვა პროფესიული განათლების დაგეგმვასა და განხორციელებაში

პროფესიული განათლების მთავარი მიზანია ისეთი სამუშაო ძალის მომზადება, რომელიც ფლობს სათანადო უნარებს ბიზნესის მიერ მაღალმოთხოვნად პროფესიებში ქვეყნის მასშტაბით. ნებისმიერი სქემის წარმატებისათვის აუცილებელია ღია და ეფექტური საჯარო თუ დახურული დიალოგები და ერთობლივი კოორდინაცია.

ჯგუფი D განიხილავს პალატების და ბიზნეს ასოციაციების ჩართულობას დაგეგმვასა და ხარისხის უზრუნველყოფაში, ასევე, საჯარო და კერძო-საჯარო დიალოგის და კოორდინაციის მექანიზმების მნიშვნელობას.

ექსპერტები და პრაქტიკოსები:

  • ბირგიტ თომანი
  • მიხაელ მიულერი
  • პროფ. დოქ. ტანია მანსფელდი
  • ბერნჰარდ ჰომანი
  • დოქ. გიორგი ვეკუა
  • ნიკოლოზ მესხიშვილი
  • ლელა მაისურაძე

ჯგუფი B: შრომითი მიგრაცია და პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაცია

პროფესიონალი კადრების შიდა მობილობა დღევანდელ გლობალიზებულ ბაზარზე უმნიშვნელოვანესია და საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. საერთაშორისოდ აღიარებული უნარ-ჩვევები და კულტურათშორისი პროფესიული კომპეტენციები უმნიშვნელოვანესია კონკურენტული სამუშაო ძალის შესაქმნელად.

ჯგუფი B დეტალურად განიხილავს პროფესიული განათლების კვალიფიკაციებს საერთაშორისოდ აღიარების საკითხს, მათ შესაბამისობას ევროპულ და პროფესიული განათლების სხვა  საერთაშორისო სტანდარტებთან, ასევე საერთაშორისო და ცირკულარულ შრომით მიგრაციას.

ექსპერტები და პრაქტიკოსები:

  • ბირგიტ თომანი
  • სოფია გრუნერტი
  • პროფ. დოქ. მარია მარხვაცკა
  • შტეფან ჰუმელჰაიმი
  • ნინო ბერელიძე
  • ანა მაისურაძე
  • ნათია კვიციანი

ჯგუფი E:  დუალურ პროფესიულ განათლებაში კომპანიების ჩართულობის გაზრდა

პროფესიული განათლების სქემებში კომპანიების ეფექტური ჩართულობა მათი წარმატების გარანტია. კომპანიის სათანადო მხარდაჭერა ზრდის პროფესიული სტუდენტების წარმატების შანსს.

პროფესიული კვალიფიკაციის მიღების შემდეგ წარმატებული კარიერული ზრდა ძლიერი სტიმულია ახალგაზრდებისათვის საქართველოში, რომ მათაც აირჩიონ პროფესიული განათლების გზა.

ჯგუფი E განიხილავს სამუშაო პირობებს კოლეჯებსა და კომპანიებში, კომპანიის ინსტრუქტორების მომზადებას, ასევე, კომპანიაში სწავლების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებს.

ექსპერტები და პრაქტიკოსები:

  • კატარინა იაიკი
  • კურტ შმიდი
  • დოქ. პაველ უთიცი
  • დიტრიჰ ჰუმერტი
  • თამარ ზაქარაშვილი
  • ნინო ელბაქიძე
  • გიორგი ტრაპაიძე

ჯგუფი C: არაფორმალური პროფესიული განათლება და ზრდასრულთა განათლება

ეკონომიკური და სამუშაო რეალობის ცვალებადობა, უწყვეტი განათლების საჭიროებასთან ერთად, თანამედროვე სამუშაო ბაზარზე მოთხოვნადი უნარ-ჩვევებისთვის გადამზადებას გვკარნახობს. ეს განსაკუთრებით აქტუალურია გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში, სადაც ბევრ გამოცდილ პროფესიონალს აქვს ხანგრძლივი კარიერული წყვეტა და მუდმივი სტრუქტურული გამოწვევების გამო უმუშევრები რჩებიან.

ჯგუფი C განიხილავს სქემებს, რომლებიც ხელს უწყობს უწყვეტ განათლებას, ზრდასრულთა მომზადებასა და გადამზადებას, ასევე სტრატეგიებს მოკლევადიანი კურსებისთვის.

ექსპერტები და პრაქტიკოსები:

  • ვინფრიდ ელვანგერი
  • მონიკა ზოდემანი
  • დოქ. პაველ უთიცი
  • ანასტასია ქიტიაშვილი
  • მარიკა ზაქარეიშვილი
  • თამარ სამხარაძე

ჯგუფი F: ხარისხის გაუმჯობესებისა და სერტიფიცირების პროცედურები

პროფესიული განათლების ყველა ასპექტში მაღალი ხარისხის შენარჩუნება უმნიშვნელოვანესია როგორც პროფესიული განათლების კარიერის განვითარებისთვის, ისე კომპანიის წარმატებული საქმიანობისთვის. მაღალკვალიფიციური სპეციალისტები აუმჯობესებენ საწარმოების შედეგებს და ამაღლებენ კონკრეტული სექტორისა და მთელი ქვეყნის კონკურენტუნარიანობას.

ჯგუფი F გამოიკვლევს პროფესიული განათლების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებსა და მათ გავლენას საქართველოზე. ასევე დააკვირდება კერძო სექტორის საკოორდინაციო ფუნქციებს და ხარისხის მართვის სისტემებს პროფესიული კოლეჯებისა და კომპანიებისთვის.

ექსპერტები და პრაქტიკოსები:

  • სოფია გრუნერტი
  • სტეფან ჰუმელსჰაიმი
  • მარკუს ბრაუნი
  • უილმარ დიფგრონდი
  • ვალტერ ფალკი
  • თამარ ქიტიაშვილი
  • კახაბერ ერაძე

მოხარულები ვართ, ვუმასპინძლოთ ოცზე მეტ სტუმარს გერმანიიდან, მათ შორის, საერთაშორისოდ აღიარებულ პროფესიული განათლების ექსპერტებს, კერძო სექტორის წარმომადგენლებს, პალატებს, საჯარო სექტორის წარმომადგენლებს (განათლების და კვლევის ფედერაციული სამინისტროს პროფესიული განათლების დეპარტამენტის უფროსს, პროფესიული განათლების სკოლების დირექტორებს) და უამრავ ექსპერტს პროფესიული განათლების სხვადასხვა სფეროებიდან.

შემოგვიერთდებიან ქართველი მინისტრები და საჯარო ინსტიტუციების წამომადგენლები (საგანმანათლებლო დაწესებულებები, უნივერსიტეტები, პროფესიული კოლეჯები), კერძო სექტორი (ბიზნეს-გაერთიანებები, სექტორული ასოციაციები, პალატები, კომპანიები), ასევე კოლეგები საერთაშორისო თანამშრომლობის სფეროდან.