ადგილი: რეპუბლიკის ღონისძიებების სივრცე

დრო: 16 ივნისი, 11:00 – 15:00

სამუშაო ენა: ქართული

 

Skills4Georgia საუბრებზე მოისმენთ 10 ინსპრაციულ ისტორიას  პროფესიული მიღწევების შესახებ. ეს იქნება საინტერესო, ინტერაქციული, თავისუფალი ფორმატის ფორუმი, სადაც განვიხილავთ პროფესიული განათლების მომავალს საქართველოში.

თითოეული ისტორია მოგაწვდით მნიშვნელოვან ინფორმაციას საინტერესო და წარმატებული ადამიანების პირადი გამოცდილებიდან და წარმოაჩენს იმ საკითხებს, რომლებიც უმნიშვნელოვანესია საქართველოში პროფესიული განათლების სათანადოდ განვითარებისთვის:   როგორ გავზარდოთ პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობა რეგიონებში?  როგორ გავზარდოთ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულების დასაქმების პოტენციალი? როგორც უზრუნველვყოთ უმაღლესი ხარისხი პროფესიული განათლებაში? როგორ გავზარდოთ პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის ჩართულობა?

წარმატებული ქართველი ექსპერტები, ბიზნეს ლიდერები, განათლების სპეციალისტები და მაღალი თანამდებობის პირები მოკლედ, შემოქმედებითად მოგიყვებიან თავიანთ ისტორიებს, მარცხის, სიძნელეებისა და გამარჯვებების შესახებ. თითოებული საუბრის შემდეგ, სტუმრებს შესაძლბელობა ექნებათ, პიიღონ პასუხები მათთვის საინტერესო შეკითხვებზე და გაიგონ, თუ რა გზის გავლა დასჭირდათ ამ ადამიანებს წარმატების მისაღწევად.

სპიკერები

ნიკო ჯავახიშვილი – Host

ლევან გიგინეიშვილი – პროფესიონალიზმი და ადამიანობა: ჰარმონია, კონფლიქტი

ალექსანდრე კარტოზია – პოსტსაბჭოთა პერიოდი და უნარები

ვახტანგ კუნცევი – გაბაშვილი – რევოლუციის დასაწყისი

პროფ. დოქ. დანიელ ფითიჰი – უნარების შესაბამისობა , ინსაითები, იდეები და ხედვა გერმანიიდან

დათო რაქვიაშვილი – პროფესიული უნარები, მოგზაურობის დასაწყისი

ზურა ოშხნელი – საზღვრების ნგრევის 30 წელი

პაატა გოძიაშვილი – დახვეწილი ბგერები დიდი აზრებისთვის

ქეთა გიორგობიანი – უნარების შეგრძნებები, ახლადაღმოჩენილი სამყარო

ტუსა ღარიბაშვილი – უნარების ძიებაში

ნინო მგალობლიშვილი – უნარები და მოდა

სტუდიო 2B, სარა აილინგსფელდი და კლარა ჰოლტერმანი – ახალი ტექნოლოგიები ახალი უნარებისთვის