ასოცირებული პროფესორი
ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახლემწიფო უნივერსიტეტი

ანასტასია ქიტიაშვილის შესახებ

ანასტასია ქიტიაშვილი ფლობს ედინბურგის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხს გამოყენებით სოციალურ ფსიქოლოგიასა და სოციალურ კვლევაში. ის არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

ანასტასიას აქვს დაახლოებით 15 წლიანი გამოცდილება განათლებაში, შეფასებასა და კვლევაში და დაახლოებით 12 წლიანი გამოცდილება პროფესიულ განათლებაში. სხვადასხვა დროს, ანასტასია ქიტიაშვილი მუშაობდა სხვადასხვა კვლევებზე და საკონსულტაციო პროექტში არაკომერციულ, კომერციულ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან რათა გამოეკვლია, მათ შორის, სამხრეთ კავკასიაში, პოსტ-საბჭოთა სივრცეში და ევროპაში უმაღლესი და პროფესიული განათლება; მტკიცებულებაზე დაფუძნებული საგანმანათლებლო და სოციალური პოლიტიკის განვითარება, ხარისხის უზრუნველყოფა, სოციალური პარტნიორობა და საჯარო-კერძო პარტნიორობები; სწავლა მთელი სიცოცხლის მანძილზე და ზრდასრულთა განათლება, შრომის ბაზრის პოლიტიკა, საქართველოს და პოსტ-საბჭოთა ქვეყნების სისტემები და პროგრამები.

ანასტასიას გააჩნია სხვადასხვა სოციალურ საკითხზე და სოციალურად დაუცველ ჯგუფებთან, მათ შორის დევნილებთან, ეთნიკურ უმცირესობებთან, მიგრანტებთან მუშაობის  სოლიდური გამოცდილება.