იურიდიული სამსახურის უფროსი
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი

ანა მაისურაძის შესახებ

ანა მაისურაძე ფლობს მიუნხენის უნივერსიტეტის (Ludwig Maximilians Universität, München) სამართლის მაგისტრის ხარისხს გერმანულ სამართალში. მას განათლების სფეროში მუშაობის 10-წლიანი გამოცდილება აქვს. ანა 8 წლის განმავლობაში კურირებდა განათლების აღიარების საკითხებს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, ასევე წარმოადგენდა საქართველოს ეროვნული საინფორმაციო ცენტრების ევროპულ ქსელში (ENIC-NARIC Network). ამჟამად ის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის იურიდიული სამსახურის უფროსია. ანა არის, აგრეთვე, სხვადასხვა უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი კერძო სამართლის მიმართულებით.