ექსპერტი, ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექტორი
სამშენებლო ინდუსტრიაში უბედური შემთხვევის დაზღვევასა და პრევენციაზე უფლებამოსილი სადაზღვევო ინსტიტუტი (BG Bau)

ბერნდ მერცის შესახებ

ბერნდ მერცი ამჟამად მუშაობს ბერლინში BG BAU–ს (Berufsgenossenschaft der Bauwirtschaft) პრევენციის დეპარტამენტში. მისი მოვალეობები მოიცავს პრევენციის მომსახურებების სფეროში პროექტების დაგეგმვასა და მართვას.

მისი ინტერესის სფეროები მოიცავს შემდეგს: მოტივაციის სქემები, კონსულტირება, შესწავლა, კვლევა, განვითარებისა და პილოტირების სქემები, საინფორმაციო და საკომუნიკაციო სისტემები, წესები და რეგულაციები, ტრენინგი და ინსპექტირება, რაც მოიცავს, ასევე, კონსულტაციის გაწევას კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად. იგი, არის ევროპული და საერთაშორისო ორგანიზაციების საბჭოს წევრი. 2006–დან 2012 წლამდე ბერნდ მერცი მუშაობდა ბრიუსელში, ევროკომისიაში, DG Enterprise (DG GROW)–ში.

ბერნდ მერცს აქვს სამოქალაქო ინჟინერიის დარგში მაგისტრის საუნივერსიტეტო ხარისხი (Diplom-Ingenieur (Univ.)). მას აქვს ხარისხები ბიზნესსა და სამართალში და ასევე, ფლობს ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექტორის სერტიფიკატს (certificate as Aufsichtsperson (technical inspector)).

მისი ძირითადი კვლევითი ინტერესები მოიცავს სამუშაო უსაფრთხოებისა და მშენებლობის სექტორის ციფრული სისტემის განვითარების ეკონომიკურ ასპექტებს. მას აქვს 15–წლიანი გამოცდილება საერთაშორისო თანამშრომლობის სფეროში სამუშაოზე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების და ასევე, მმართველების, მუშაკებისა და სტუდენტების მომზადების კუთხით. იგი ჩართულია სხვადასხვა ეროვნულ, ევროპულ და საერთაშორისო პროექტში ციფრული სისტემების განვითარებისა და კვალიფიკაციის კუთხით.

სამშენებლო ინდუსტრიაში უბედური შემთხვევის დაზღვევასა და პრევენციაზე უფლებამოსილი სადაზღვევო ინსტიტუტი