დირექტორი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი

გიორგი ვაშაკიძის შესახებ

გიორგი ვაშაკიძე ამჟამად სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორია.  წლების განმავლობაში ის  იყო ა.შ.შ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) იურიდიული განათლების პროგრამის ხელმძღვანელი.

გიორგი ვაშაკიძე არის სამართლის დოქტორი (ჰამბურგის უნივერსიტეტი) და ევროპათმცოდნეობის მაგისტრი (Europa-Kollege Hamburg). 2009 წლიდან დღემდე იგი ეწევა აქტიურ აკადემიურ საქმიანობას. ის არის  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.