ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი
ენერგო-პრო ჯორჯია

გიორგი ტრაპაიძის შესახებ

ამჟამად გიორგი ტრაპაიძე სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსია, რომელიც წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ უმსხვილეს კერძო კომპანიას 6000-ზე მეტი თანამშრომლით. ის კომპანიაში 2010 წლიდან მუშაობს. მანამდე ის მუშაობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დემარტამენტში.

ის არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. მან დაამთავრა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის „გენდერული თანასწორობის აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამა“. ის ფლობს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის  (GIPA) მაგისტრის ხარისხს საჯარო ადმინისტრირებაში და აგრეთვე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს ბუღალტერიის, აუდიტის და კონტროლის მიმართულებით. გიორგი ტრაპაიძე არის ასევე „ჯანდაცვასა და უსაფრთხოებაში“  პროფესიული უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის ინსტიტუტის (IOSH) საერთაშორისო პროგრამის სერტიფიცირებული ექსპერტი.

2015 წლიდან ის აქტიურადაა ჩართული პროფესიული განათლების პროცესების ხელშეწყობაში. მას, როგორც ფასილიტატორს, მონაწილეობა აქვს მიღებული 10-მდე ახალი, მოდულური სტანდარტის და პროგრამის განვითარებაში. მისი აქტიური ჩართულობით, სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ ხელი მოაწერა თანამშრომლობის მემორანდუმებს 20-მდე საჯარო პროფესიულ კოლეჯთან, რომლის ფარგლებშიც წარმატებული სტუდენტები დაჯილდოვნდნენ კომპანიის სტიპენდიებით.

2018 წელს გიორგი ტრაპაიძე აირჩიეს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრად.