ექიმი-პედიატრი, საზოგადოებრივი კოლეჯის "პანაცეა" დამფუძნებელი

დოქ. მაია ჩიხლაძის შესახებ

მაია ჩიხლაძე,  ექიმი-პედიატრი, მედიცინის დოქტორი, შპს საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას დამფუძნებელი.  მას პროფესიულ განათლებაში მუშაობის 25 წლიანი გამოცდილება აქვს და წლების მანძილზე აქტიურად არის ჩართულია სფეროში მიმდინარე  ყველა რეფორმაში. არის პროფესიული განათლების  მიმართულებით ეროვნული და საერთაშორისო პროექტების მონაწილე.

კოლეჯი პანაცეა საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის დაფუძნებელია და მაია 2014-2015 წლებში იკავებდა ასოციაციის პრეზიდენტის პოზიციას.

მაია ასევე  იყო 2013-2017 წწ  პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრი. ამაჟამად, ის არის ეროვნული პროფესიული საბჭოს, საექთნო საქმის განვითარების ეროვნული საბჭოს,   საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის გამგეობისა და სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის წევრი. ამასთან, იგი საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ვიცე პრეზიდენტია.