დირექტორის მოადგილე
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

თამარ მახარაშვილის შესახებ

სხვადასხვა დროს, თამარ მახარაშვილი მუშაობდა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილედ, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილედ, საქართველოს კულტურის, მონუმენტთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მრჩევლად, სსიპ „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ დირექტორად და ტექნიკური და პროფესიული განათლებისა და მომზადების საკვალიფიკაციო სისტემის მხარდაჭერის პროექტის მენეჯერად.
ამჟამად, იგი მუშაობს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილედ და ხელმძღვანელობს პროფესიული განათლებისა და მომზადების ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტსაც. იგი არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი ებრაულ ენაში და სახელმძღვანელოს ავტორი ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაელებისთვის იაკობ გოგებაშვილის მშობლიური ენის მიხედვით.