პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო

თამარ სამხარაძის შესახებ

თამარს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ფილოლოგიის ბაკალავრი) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი – GIPA (სახელმწიფო მმართველობის მაგისტრი). GIPA-ში სწავლისას, 2003 წელს, სტაჟირება გაიარა საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტში, პარალელურად, თანამშრომლობდა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან (NALAG) დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი მმართველობის განვითარების საკითხებზე.

2004 წელს თამარმა მუშაობა დაიწყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ხოლო 2009 წლიდან აქტიურად ჩაერთო პროფესიული განათლების რეფორმის პროცესში. ბოლო 10 წლის განმავლობაში თამარი მონაწილეობდა პროფესიული განათლების სფეროს განვითარების საშუალოვადიანი (2009-2012) და გრძელვადიანი (2013 – 2020) სტრატეგიების, ასევე ევროკავშირის სექტორული მხარდაჭერის პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების პროცესებში.

2016 წლიდან თამარი პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილეა.  მისი ჩართულობით მომზადდა პროფესიული განათლების სფეროს მარეგულირებელი ახალი კანონი და მიმდინარეობს დანერგვის პირველი ეტაპი.