მრჩეველი პროფესიული განათლების საკითხებში
გაეროს განვითარების პროგრამა

თამარ ქიტიაშვილის შესახებ

ამჟამად თამარი მუშაობს საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP Georgia) მრჩეველად პროფესიული განათლების საკითხებში და ხელმძღვანელობს UNDP-ისა და შვეიცარიის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერილ კომპონენტებს, რომელიც ეხება სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებას, ზრდასრულთა განათლებას, პროფესიული განათლების მართვას, განათლების სისტემის მოქნილობას, სამეწარმეო პროფესიულ განათლებას და სხვა. სანამ UNDP-ის გუნდს შეუერთდებოდა, თამარი 2013 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტს, რომელიც მხარს უჭერდა პროფესიული განათლების ახალი სტრატეგიების განხორციელებას. თამარი სამინისტროს შეუერთდა კერძო სექტორში წამყვან პოზიციებზე, მათ შორის, კერძო ტრენინგ ცენტრში მუშაობის ფართო გამოცდილებით. ამჟამად, თამარი ხელმძღვანელობს ეროვნული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების და პროგრამების ავტორიზაციის საბჭოს – დამოუკიდებელი ორგანოს, რომელსაც საქართველოს პრემიერ მინისტრი ირჩევს. თამარი არის ზრდასრულთა განათლების სერტიფიცირებული ტრენერი და პროფესიული განათლების გამოცდილი მასწავლებელი.