საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი.

2015 წლიდან მუშაობს დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე და მონაწილეობს პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზების პროცესში. საერთაშორისო ორგანიზაციებში -USAID, UNDP, USDA მიღებული სამუშაო გამოცდილება,  ეხმარება დონორებთან ურთიერთობაში და რეფორმის პროცესში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვაში.

ფლობს ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის ბაკალავრის დიპლომს და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, სახელმწიფო მმართველობის მაგისტრის კვალიფიკაციას.