დირექტორი
კოლეჯი მოდუსი

კარლო კერვალიშვილის შესახებ

კარლო კერვალიშვილი იკავებს სსიპ კოლეჯ მოდუსის დირექტორის თანამდებობას. მისი პასუხისმგებლობაა პროფესიული კოლეჯის მართვა, განვითარება და პროდუქტიულობის ზრდა და ასევე, პროფესიული კოლეჯის წარდგენა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და პროფესიული განათლებისა და მომზადების სექტორის დაინტერესებულ მხარეებთან ერთად პროფესიული განათლების პოლიტიკის შესახებ  გამართულ შეხვედრებზე.

მას აქვს იურიდიულ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო სამართალში საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა ინსტიტუტიდან (GIPA).

იაპონიაში, გერმანიასა და ა.შ.შ.–ში საერთაშორისო გამოცდილების დაგროვების შემდეგ, 2018 წელს კარლო კერვალიშვილი მუშაობდა პროფესიული განათლებისა და მომზადების დაწესებულებათა ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარედ. 2013–2014 წლებში იგი დაინიშნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსად. 2017–2018 წლებში იგი იყო საქართველოს ტექნიკური მომზადების ცენტრის (GTTC) კოორდინატორი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და BP საქართველოს ერთობლივ პროექტს, რომლის მიზანია პროფესიული განათლების გაუმჯობესება პროფესიული განათლების ისეთი პროგრამების შეთავაზებით, რომლებიც თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებს შეესაბამება. GTTC პროექტში მისი მუშაობის პროცესში შეიქმნა პროფესიული განვითარების ოთხი პროგრამა.

2016–დან 2017 წლამდე კარლო კერვალიშვილი იყო შ.პ.ს. მდგრადი განვითარებისა და სერტიფიცირების ჯგუფის დირექტორი, რაც გულისხმობდა კომპანიების კონსულტირებას, დაარსებასა და სერტიფიცირებას საერთაშორისოდ აღიარებული ისეთი სტანდარტების გამოყენებით, როგორებიცაა ISO 9001, ISO 22000, ISO 14001 და OHSAS 18001. დირექტორის რანგში, ის ხელმძღვანელობდა ხარისხის მართვის სისტემის დანერგვას. ასევე, 2014 წელს მან მიიღო ბიურო ვერიტასის სერტიფიკატი (ხარისხის მართვის სისტემების აუდიტორის/ მთავარი აუდიტორის IRCA–ის მიერ რეგისტრირებული სატრენინგო კურსი).