მკვლევარი
ავსტრიის ეკონომიკური განათლების კვლევის ინსტიტუტი (ibw)

კურტ შმიდის შესახებ

ბატონი შმიდი დაახლოებით 20 წელია, რაც პირველად პროფესიულ განათლებისა (IVET) და უწყვეტი პროფესიული განათლების (CVET) მიმართულებით ატარებს კვლევებს, უმეტესწილად, ავსტრიის ეკონომიკური განათლების კვლევის ინსტიტუტში (ibw), ავსტრიაში, რომელიც წარმოადგენს პროფესიულ განათლებაში წამყვან კვლევით ინსტიტუტს (https://ibw.at/resources/files/2017/3/29/1129/ibw-folder-en.pdf).

მას აქვს უმაღლესი განათლება ეკონომიკაში და პროექტის მართვის დაახლოებით 25 წლიანი  გამოცდილება. თითქმის 15 წელი იგი მუშაობდა როგორც უფროსი მკვლევარი.

კვლევის სფეროები

  • ემპირიული კვლევები პირველად და უწყვეტ პროფესიულ განათლებაში
  • კვალიფიკაციების კვლევა
  • საგანმანათლებლო პროცესის ანალიზი და პროგნოზები
  • სასწავლებლების მმართველობა
  • შედარებითი საერთაშორისო კვლევები პროფესიულ განათლებაში (სისტემები, დაფინანსება, მმართველობა)
  • დუალური პროფესიული განათლების/ სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების შესახებ ცოდნის გაზიარება

დუალური პროფესიული განათლების შესახებ, ის ატარებს როგორც ეროვნულ, ისე შედარებით საერთაშორისო კვლევას მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე (მაგალითად, სოციალური პარტნიორების ჩართულობა, დაფინანსება და საჯარო სექტორიდან და სისტემების დიზაინზე (მაგალითად, ხარისხის მექანიზმებზე, სასწავლო კომპანიების კომპანიების როლზე და მოვალეობებზე, მხარდამჭერ სტრუქტურებზე).

გარდა ამისა, ბოლო წლების განმავლობაში ის იყო  და არის ექსპერტი სხვადასხვა პოლიტიკის რეფორმის პროექტში, რომელიც ხელს უწყობს სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებას/დუალურ პროფესიული განათლებას. როგორც წესი, სამუშაოს მთავარი მიზანია დამსაქმებლის წარმომადგენლების, როგორც კომპეტენტური დაინტერესებული მხარის ჩართვა პირველადი პროფესიული განათლების მართვის პროცესში (და, შესაბამისად, ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება), ისევე, როგორც სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ჩარჩოს ხელახალი დიზაინის შესახებ რჩევის მიცემა იმისათვის, რათა დაცულ იქნეს ბალანსი ხარისხსა და სასწავლო კომპანიის ინტერესს შორის, რომ გადაამზადოს მისთვის სამომავლოდ საჭირო კვალიფიციური კადრები. უფრო მეტიც, ის ხელს უწყობს კონკრეტული მექანიზმებისა და ინსტრუმენტების შემუშავებას კომპანიებში ტრენინგის მხარდასაჭერად (ახალი კადრების აყვანის პროცედურები, ტრენინგის მექანიზმები, ხარისხის ინსტრუმენტები, ინსტრუქტორების მომზადება და გამოცდის დიზაინი და სხვა).

ბატონ შმიდს უმუშავია არაერთ ქვეყანაში, როგორებიცაა, მაგალითად, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ხორვატია, უნგრეთი, მაროკო, სერბეთი, სლოვაკეთი, ასევე ევროპის დონეზე (Eurochambre, Cedefop, ETF). გარდა ამისა, ის მუშაობს როგორც მოკლევადიანი ექსპერტი სომხეთში, ეგვიპტეში, ყაზახეთში, მონტენეგროში, სლოვენიასა და ტაილანდში.