აღმასრულებელი დირექტორი
ქართველ დამსაქმებელთა ასოციაცია

ლაშა ლაბაძის შესახებ

2005 წლიდან ლაშა ლაბაძე მუშაობს ქართველ დამსაქმებელთა ასოციაციაში (GEA) და არის საქართველოს მთავრობის ოფიციალური სოციალური პარტნიორი ამ ორგანიზაციაში, რომელშიც მას აქვს სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, დაწყებული უმცროსი სპეციალისტიდან. იგი არის GEA–ს აღმასრულებელი დირექტორი 2016 წლიდან და ჩართულია არაერთ სახელმწიფო კომისიაში, რომლებიც წარმოადგენს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციას ეროვნულ დონეზე ბიზნესის ინტერესების მხარდაჭერის მიზნით. ლაშა ლაბაძეს გავლილი აქვს სხვადასხვა საერთაშორისო ტრენინგი ბიზნესის მართვაში, ადვოკატირებაში, ლობირებაში და ა.შ. მისი პასუხისმგებლობა მოიცავს პროექტების ღონისძიებების განხორციელებას და დაგეგმილი შედეგების მიღწევას რეგიონულ და ეროვნულ დონეებზე, ისევე, როგორც GEA–ს მიერ პარტნიორებთან ერთად განხორციელებული საერთაშორისო პროექტების ზედამხედველობას.

BWMV e.V.–სთან ერთად GEA–ს ახორციელებს „პროფესიული განათლებისა და მომზადების პარტნიორობის პროექტს სამხრეთ კავკასიაში“, რომელსაც რომელსაც 2017 წლიდან აფინანსებს BMZ/SEQUA. ლაშა ლაბაძე, როგორც  პროექტის ექსპერტი და აქტიური მხარდამჭერი, ჩართულია  აღნიშნულ პროექტში პროფესიული განათლებისა და მომზადების სფეროში GEA-ს წევრი კომპანიების ჩართულობის გაძლიერების კუთხით.