პროფესიული განათლების ექსპერტი
GIZ, კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში

ლელა მაისურაძის შესახებ

ლელა მაისურაძე ფლობს შვედეთის სტოკჰოლმის უნივერსიტეტის და აშშ-ს მერილენდის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხებს საერთაშორისო და შედარებითი განათლების და განათლების ლიდერობისა და პოლიტიკის კვლევებში. ის მუშაობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ასევე ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტებში HE, პროფესიული განათლებისა და დასაქმების რეფორმების შესახებ 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. მას მონაწილეობა აქვს მიღებული ევროკავშირის, The World Vision-ის, MCA-ისა და DVV-ის არაერთ კვლევაში და ასწავლიდა სხვადასხვა საჯარო და კერძო უნივერსიტეტში. ამჟამად, ლელა მაისურაძე არის საქართველოში GIZ PSD TVET-ის პროგრამის პროფესიული განათლების ექსპერტი.