პროფესიული განათლების უფროსი მრჩეველი
GIZ

მონიკა ზოდემანის შესახებ

მონიკა ზოდემანს აქვს 20 წელზე მეტი გამოცდილება შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით საერთაშორისო ორგანიზაციებში, გერმანიის საგანმანათლებლო სექტორში, ასევე აფრიკის არაერთ ქვეყანაში.

ის ფლობს გერმანიის უმაღლესი განათლების სკოლის ხარისხს ზრდასრულთა განათლებაში, ბერლინის ჰუმბოლტის უნივერსიტეტის სერტიფიკატს და შემდგომ კვალიფიკაციებს ელექტრონული სწავლების, ისევე როგორც სისტემურ ორგანიზაციულ განვითარებასა და ქოუჩინგში. ის მუშაობდა გაეროსთვის რომში (სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO)) როგორც განათლების ასოცირებული პროფესიონალი ოფიცერი, როგორც პროფესიული განათლების პროექტის მენეჯერი და როგორც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ციფრული სწავლების ტრენერი და მენეჯერი გერმანიაში. როგორც სამუშაო შეხვედრის ფასილიტატორი, ლიდერობის უნარებში აღმასრულებელი ქოუჩი და ტრენერი, ის  დასაქმებული იყო ტანზანიაში და ეთიოპიაში არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, როგორიცაა WFP, USAID და UNICEF. 2016 წლიდან ის მუშაობდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ბონში პროფესიული განათლების სექტორის პროექტში მრჩევლად.