ანტრეპრენერი

ნიკოლოზ გოგოჭურის შესახებ

ნიკოლოზ გოგოჭური არის ანტრეპრენერი 2004 წლიდან, მას შემდეგ რაც დააარსა კომპანია. ეს იყო ანიმაციური სტუდია, რომელიც ფოკუსირებული იყო არქიტექტურულ ანიმაციაზე. მას შემდეგ მუშაობდა CG/VFX ინდუსტრიაში. ნიკოლოზი არის საქართველოში პირველი CG ასოციაციის თანადამფუძნებელი. ის მუშაობდა არაერთ პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავდა ტექნიკური სფეროების განვითარებას საქართველოში, მათ შორის, საგანმანათლებლო სტანდარტების, ხელოვანთათვის სამუშაო შეხვედრის სერიების, და პირველი კომპიუტერული გრაფიკის ფესტივალს. მან ხელი შეუწყო კოლეჯისთვის 10-ზე მეტი პროფესიული განათლების სასწავლო კურსის (კურიკულუმის) შექმნას ტექნოლოგიაში.

2015 წლიდან ნიკოლოზი მთლიანად ფოკუსირებულია მის ამჟამინდელ კომპანიაზე VRex Immersive. ეს არის სტარტაპი, რომელიც ქმნის VR მარკეტინგის პლატფორმას მოგზაურობის ინდუსტრიისთვის. ჩვენ ვართ მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელიც მოგზაურობის ინდუსტრიისთვის იყენებს VR გადაწყვეტილებებს და 2018 წელს Startup Grind-მა შეარჩია 7,000 სტარტაპს შორის, როგორც ტოპ 50 სტრატაპი.

ნიკოლოზის აზრით, ცოდნის გაზიარება მეწარმეობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია. სწორედ ამიტომ, ის მონაწილეობდა მენტორობის არაერთ პროგრამაში და ყოფილა მრავალი ახალგაზრდა მეწარმის მენტორი. ნიკოლოზი ყოველთვის ახალი ცოდნისა და მისი თანატოლებისთვის მენტორობის, ისევე როგორც გამოცდილი მეწარმეების ძიებაშია. ცოდნის შიმშილი არის მისი მთავარი მოტივატორი, რომ მუდმივად განვითარების პროცესში იყოს.