პროფესიული განათლების ექსპერტი
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია

ნიკოლოზ მესხიშვილის შესახებ

ნიკოლოზ მესხიშვილი 2016 წელს შეუერთდა საქართველოს ფერმერთა ასოციაციას (GFA), სადაც ის პროფესიული განათლების ექსპერტად მუშაობს. საგანმანათლებლო რეფორმის პროცესში ის კოორდინაციას უწევს სოფლის მეურნეობაში „სამუშაოზე  დაფუძნებული სწავლების“ პროექტს. მის მოვალეობაში შედის საჯარო-კერძო პარტნიორობის განვითარება პროფესიული პროგრამების დანერგვის მიზნით, რომელიც დუალურის მსგავს მიდგომას ეფუძნება. სანამ ასოციაციას შეუერთდებოდა, ის მუშაობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტში სოციალური პარტნიორობის განვითარების სამმართველოს უფროსის პოზიციაზე. ნიკოლოზი არის კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის აფილირებული წევრი და ფლობს ლონდონის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტისა (დიდი ბრიტანეთი) და სტენდენის უნივერსიტეტის (ნიდერლანდები) მაგისტრის ორმაგ ხარისხს საერთაშოროსი სერვის მენეჯმენტში. ნიკოლოზმა დაამთავრა თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტი, სადაც მიიღო დიპლომი საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებით. გარდა ამისა, ის ფლობს დიპლომებს ბიზნესის მენეჯმენტის ადმინისტრირებაში, გაყიდვებსა და მარკეტინგში კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯისგან. ნიკოლოზს აქვს სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო სერტიფიკატი. გამოქვეყნებული აქვს პუბლიკაციები საჯარო-კერძო პარტნიორობის, გეო-ინფორმაციული სისტემების მიმართულებით და გამოცემული აქვს სახელმძღვანელო “ქართული ენა დამწყებთათვის“.