ციფრული და სამეწარმეო კომპეტენციების ექსპერტია
ევროპის განათლების ფონდი

ნინო ანდრიაძის შესახებ

ნინო ანდრიაძე ევროკავშირის სააგენტოს, ევროპის განათლების ფონდის (ETF) ციფრული და სამეწარმეო კომპეტენციების ექსპერტია და პროფესიული განათლების გაძლიერების მიმართულებით მუშაობს. პარალელურად, ნინო კომპანიების  „Mindworks“  და „ჭკვიანი თხილი“ დამფუძნებელია. საკონსულტაციო კომპანია Mindworks ორგანიზაციებს დიზაინ აზროვნების (Design Thinking) და მომხმარებლის გამოცდილების მართვის (Customer Experience Management) პრინციპებით პრობლემების ინოვაციურად გადაჭრაში ეხმარება, ხოლო „ჭკვიანი თხილი“ ქართული თხილის, ნუშის და მიწისთხილის გურმანულ პასტებს აწარმოებს. ნინოს აქვს ქართულ და ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლების გამოცდილება და ამჯერად კავკასიის ბიზნეს სკოლაში ასწავლის, სადაც მენეჯმენტის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების აკადემიური მენეჯერია. დამთავრებული აქვს დიდი ბრიტანეთის ბათის უნივერსიტეტი (University of Bath) MBA -ს მიმართულებით.