კვალიფიკაციების განვითარების სამმართველოს უფროსი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

ნინო ბერელიძის შესახებ

ნინო ბერელიძე 2015 წლიდან მუშაობს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში კვალიფიკაციების განვითარების სამმართველოს უფროსის პოზიციაზე. ის ხელმძღვანელობს საკვალიფიკაციო ჩარჩოს განახლების, სანდოობის და ვალიდურობის პროცესებს, მის შესაბამისობის დადგენას ერთიან ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან; არაფორმალური განათლების აღიარების წესის და მეთოდოლოგიის შემუშავებისა და განხორციელების პროცესს; პროფესიული სტანდარტის, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის, მოდულის/მოდულების შემუშავებისას პროფესიული კვალიფიკაციების და პროფესიული სწავლის სფეროების/პროფესიული სპეციალიზაციების ჩამოყალიბების  პროცესს და პროფესიული კვალიფიკაციების შემუშავებასა და მისი შემდგომი განვითარების პროცესს.

ნინო ბერელიძე ამ ეტაპზე არის მიწვეული ლექტორი შავი ზღვის უნივერსიტეტში, სადაც ის უძღვება სასწავლო კურსებს განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის.