პროფესიული განათლების მასწავლებელთა და დირექტორთა პროფესიული განვითარების სახელმწიფო პროგრამის მენეჯერი
მასწალებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი

ნინო ელბაქიძის შესახებ

ნინო ელბაქიძე პროფესიული განათლების მასწავლებელთა და დირექტორთა პროფესიული განვითარების სახელმწიფო პროგრამის მენეჯერია. 2011 წლიდან ხელმძღვანელობს პროფესიული მასწავლებლებისათვის არსებულ პროფესიული განვითარების ტრენინგებსა და სხვა ღონისძიებებს.

ნინოს განათლება გერმანიაში აქვს მიღებული. დამთავრებული აქვს ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი,  განათლების მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხით და ასევე მაგდებურგის უნივერსიტეტი საერთაშორისო პროფესიული განათლების ლიდერობის სამაგისტრო პროგრამა. მუშაობდა გერმანიაში მასწავლებლად და შემდგომ საქართველოში ზოგადი და პროფესიული განათლების მიმართულებით სხვადასხვა პოლიტიკურ დოკუმენტებზე: ზოგადი განათლების მასწავლებლის სტანდარტი და ეთიკის კოდექსი, დირექტორის სტანდარტი და პროფესიული განათლების მასწავლებლის სტანდარტი და ეთიკის კოდექსი.

ნინოს რედაქტორობით გამოცემულია სხვადასხვა პუბლიკაცია მასწავლებლებისა და დირექტორებისათვის. ჩატარებული აქვს არაერთი კვლევა მასწავლებლებისა და დირექტორების  აკადემიურ საჭიროებებზე. მისი ორგანიზატორობით  ჩატარდა არაერთი ეროვნული და საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში.  აქვს ეროვნულ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.