თავმჯდომარე
ქართველ ფერმერთა ასოციაცია

ნინო ზამბახიძის შესახებ

ნინო ზამბახიძე არის შ.პ.ს. “LBN Line Distribution Company”–ის დამფუძნებელი, Coffee Vergnano and Tea Ronnefeldt–ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. მან 2008 წელს დაიწყო საქმიანობა ფერმერობის დარგში და დააარსა შ.პ.ს. „ქართული ბიზნეს ზონა“ (რძის წარმოების ფერმა, მსხვილფეხა საქონლის ფერმა, ვაშლის ბაღი და საკვების წარმოების ფერმა) სოფელ წნისში, ახალციხის რეგიონში, სადაც იგი, ასევე, იკავებს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას. 2010 წელს ნინომ დააფუძნა „რეგიონული განვითარების ასოციაცია“ ახალციხეში და მას შემდეგ ის სასოფლო განვითარების სხვადასხვა პროექტის განხორციელებას ხელძღვანელობს. იგი გახდა „წლის ქალი მეწარმის“ ჯილდოს მფლობელი პირველ ყოველწლიურ ბიზნეს დაჯილდოების ცერემონიაზე „მერკური 2011“ და ასევე, ნინო იყო პირველი ქალი ლიდერი, რომელიც გახდა ორგანიზაციის „ინვესტირება მომავალში“ საპატიო კოორდინატორი 2012 წელს. ეს ორგანიზაცია ფუნქციონირებს ჰილარი კლინტონის პატრონაჟის ქვეშ. აქტიური მეწარმეობის პარალელურად, ნინომ დააარსა ქართველ ფერმერთა ასოციაცია (GFA) მის პარტნიორთან ერთად 2012 წელს და ის დღემდე  ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეა. ის ზედამხედველობს დონორების მიერ დაფინანსებულ ყველა პროექტს GFA–ში (დონორები: ევროკავშირი, ა.შ.შ.–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, FAO, გაერთიანებული ერების ქალთა ორგანიზაცია, ADA, გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამა, SDC, MCA). იგი ფერმერთა უფლებების აქტიური ადვოკატია და ასევე, ორგანიზაციის წარმატებისთვის წამყვანი ძალაა. 2014 წლიდან ნინო გახდა ქართველ მეწარმეთა ქსელის დამფუძნებელი. ეს ორგანიზაცია მხარს უჭერს დამწყებ და გამოცდილ მეწარმეებს ბიზნესის განვითარებაში. ნინო თითქმის ყველა სამთავრობო თუ არასამთავრობო საბჭოსა და კომიტეტის წევრია, რომლებიც აქტიურად მუშაობენ სოფლის მეურნეობასა და სხვა დარგებში. 2013 წლიდან იგი, ასევე, სახელმწიფო პარტნიორობის ფონდის სოფლის მეურნეობის მიმართულებათა მრჩეველია. ნინო არის ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი (ხარისხი მიიღო წარჩინებით) გლობალურ მართვაში (GGSB) და ასევე, საერთაშორისო აღმასრულებელი ადმინისტრირების მაგისტრი (CSB) (ხარისხი მიიღო მაგისტრატურის გრენობლის ბიზნეს სკოლიდან (საფრანგეთი) და კავკასიის ბიზნეს სკოლიდან (CSB)). 2017 წლიდან ნინო არის ახალგაზრდა გლობალური ლიდერი. ამ წოდებისთვის ნომინირებას და შერჩევას ახორციელებს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი.