საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა

დოქტორი, გიორგი ვეკუა

დოქ. გიორგი ვეკუა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში (GCCI) მუშაობს 2015 წლიდან. ის 2019 წლიდან სერვისისა და რეგიონული განვითარების დირექტორია. 2015-2019 წლებში მუშაობდა საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის დირექტორად. ასევე, გიორგი საქართველოს საჰაერო და სივრცითი სამართლის ინსტიტუტის გენერალური დირექტორი და დამფუძნებელია. მანამდე, 2014-2015 წლებში, ის ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის მრჩევლის თანამდებობა იკავებდა. გარდა ამისა, გიორგი მუშაობდა GDS TV-ის დირექტორის მოადგილედ TV (2013-2014), იურიდიული დეპარტამენტის უფროსად კომპანიაში BNB Trade (2010-2013), უფროს იურისტად შპს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში (2009-2010), ადვოკატად საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციაში (2009-2010) და შპს „საქართველოს საარბიტრაჟო ცენტრი“-ში.

გიორგი ვეკუა ფლობს დოქტორის ხარისხს პოლიტიკურ მეცნიერებაში (2016); ამსტერდამის უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო დიპლომს საერთაშორისო ვაჭრობისა და საინვესტიციო სამართლის დარგში (2013), ასევე, ევროკავშირის ბიზნეს სამართალში. (2009); გარდა ამისა, გიორგი ვეკუას აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი (2007).