ტექნიკური განათლების პროფესორი
მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი

პროფ. დოქ. დანიელ ფითიჰის შესახებ

პროფ. ფითიჰი ატარებს კვლევებს კომპეტენციების ჩამოყალიბებისა და დადგენის მიმართულებით სხვადასხვა დონეებზე, ასევე ტექნიკურ განათლებაში მტკიცებულებაზე დაფუძნებული მიდგომის დანერგვის, დიგიტალიცაზიის დიდაქტიკური განვითარების, მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის და წარმოების ტექნოლოგიაში სასწავლო საწარმოების/ქარხნების შესახებ (გერმანიის განათლების ფედერალური სამინისტროს და გერმანიის კვლევითი ფონდის დაფინანსებულ პროექტებში.) გარდა ამისა, კომპეტენციაზე ორიენტირებული მიდგომები კურიკულუმის განხორციელების პროცესებში არის მისი ინტერესის საგანი (ორი მიმდინარე პროექტი კურიკულუმის კონცეფციის შესახებ, დაფინანსებული ჰესენის მიერ) და მასწავლებელთა განათლება ტექნიკურ და პროფესიულ განათლებაში.
დურგლის კვალიფიკაციის მიღების და მეორე საფეხურის პროფესიული სკოლის დამთავრების შემდეგ (ტექნოლოგიაზე აქცენტით), პროფ. ფითიჰმა მიიღო ბაკალავრის ხარისხი ტექნიკური განათლების და ასევე განათლების მაგისტრის ხარისხი ჰანოვერის ლაიბნიცის უნივერსიტეტში, რითაც მან მიიღო პროფესიულ სკოლებში ხის დამუშავების ტექნოლოგიებისა და მათემატიკის სწავლების უფლება. მოგვიანებით ის მუშაობდა მკვლევარად ტექნიკური ტრენინგისა და სწავლების მიმართულებით დარმშტატის ტექნიკურ უნივერსიტეტში. 2015 წელს, ის გახდა ტექნიკური განათლების უმცროსი პროფესორი ზიგენის უნივერსიტეტში, ხოლო 2018 წლის ნომბერში მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნიკური და პროფესიული განათლების მიმართულების ასისტენტ პროფესორი. ის არის ტექნიკური განათლების ჟურნალის თანაგამომცემელი (JOTED) და აქვეყნებს წიგნებს ტექნიკურ განათლებაში სწავლებისა და სწავლის შესახებ.