პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

პროფ. დოქ. კახაბერ ერაძის შესახებ

დოქტორი ერაძე ხელმძღვანელობს პროფესიული განათლების და გადამზადების ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში. კახაბერ ერაძე პასუხისმგებელია პროფესიული განათლებისა და გადამზადების განმახორციელებელი ინსტიტუციების ავტორიზაციისა და მონიტორინგის პროცესის, პროფესიული განათლების და გადამზადების ხარისხის შიდა და გარე უზრუნველყოფის სახელმძღვანელო პრინციპების მომზადების, ტრენიგების და საკონსულტაციო სერვისების, პროფესიული განათლების და გადამზადების სტრატეგული განვითერების დაგემვაში ჩართულობის და პროფესიული განათლების და გადამზადების საკანონმდებო აქტების მომზადების ზოგად მენეჯმენტსა და მეთვალყურეობაზე

კახაბერ ერაძის ცენტრში მუშაობის პერიოდში მისი უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელდა რამოდენიმე ძირეული ცვლილება საქართველოს პროფესიული განათლების და გადამზადების სისტემაში, როგორიცაა: სექტორული უნარების საბჭოების ჩამოყალიბება, 300-ზე მეტი პროფესიული სტანდარტის და სხვადასხვა პროფესიის 200 ეროვნული პროფესიული განათლების და გადამზადების სასწავლო გეგმის (ჩარჩო-დოკუმენტის) ჩამოყალიბების პროცესის ორგანიზაცია და ხელშეწყობა, მათ შორის სტუდენტის სასწავლო წიგნები და სხვადასხვა პროფესიის მასწავლებლის სახელმძღვანელოები, საქართველოს პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემაში კომპეტენციებზე დაფუძნებული (მოდულური) პროგრამების და სამუშაობზე საფუძნებული სწავლების მიდგომის დანერგვის მეთოდური მხარდაჭერა და მონიტორინგი და კონცეპტუალური მიდგომის განვითარება და ზოგადი განათლების სწავლის შედეგების ინტეგრაციის პილოტირება პროფესიული განათლების და გადამზადების (TVET) სასწავლო პროგრამაში.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის მაგისტრის ხარისხის მოპოვების შემდგომ დაასრულა საერთაშორისო ეკონომიკის სადოქტორო პროგრამა კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ნორთრიჯი. ეკავა მმართველი პოზიციები ფინანსთა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროებში. კახაბერ ერაძე არის სამი პროფესიული ასოციაციის დამფუძნებელი და აქტიური წევრი. საქართველოს და უცხოეთის რამოდენიმე უნივერსიტეტის პროფესორი და მოწვეული ლექტორი. წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ კერძო კოლეჯს. ავტორია შვიდი სახელმძღვანელოსა და სხვადასხვა სამეცნიერო პუბლიკაციის.