მმართველი დირექტორი
კამის ზრდასრულთა განათლების სახალხო უნივერსიტეტი

ვინფრიდ ელვანგერის შესახებ

რატომ ვინფრიდ ელვანგერი?

კამის რაიონი არის რეგიონი, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლით ხასიათდებოდა. პროფესიულმა განათლებამ უდიდესი როლი შეასრულა ამ მხარის „მომავლის რეგიონად“ გადაქცევაში. ამჯერად ეს მახერ უმშევრობის ძალიან დაბალი მაჩვენებლით და ცხოვრების მაღალი სტანდარტით გამოირჩევა. ბოლო წლების განმავლობაში ბატონმა ელვანგერმ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რეგიონში ზრდასრულთა განათლების სისტემის დანერგვაში. მან ჩამოაყალიბა თანამშრომლობის პლათფორმა  ზრდასრულთა განათლების სახალხო უნივერსიტეტსა და განათლებისა და რეგიონული განვითარების მიმართულებით მომუშავე ყველა მნიშვნელოვანი ორგანიზაციის მონაწილეობით.

ვინფრიდ ელვანგერის შესახებ

ის არის კამის ზრდასრულთა განათლების სახალხო უნივერსიტეტის მმართველი დირექტორი და პასუხისმგებელია მენეჯმენტზე, შინაარსობრივ და ფინანსურ საკითხებზე. გარდა ამისა, ის ზედამხედველობს რეგიონული და ეროვნული პროექტების ფარგლებში არაერთი ღონისძიების განხორციელებას.  ვინფრიდ ელვანგერს აქვს მრავალმხრივი პროფესიული კონტაქტები და პასუხისმგებელია ამ ურთიერთობების გამყარებაზე სხვადასხვა ინსტიტუციებთან, ორგანიზაციებთან, სახელმწიფო ადმინისტრაციულ ერთეულებთან ადგილობრივ, რეგიონულ და ეროვნულ  დონეზე. მას აქვს პროფესიული განათლების და ზრდასრულთა განათლების მიმართულებით ევროკავშირის პროექტების განხორციელების გამოცდილება.

გარდა მისა, ბატონი ელვანგერი არის  პროფესიული განათლების ევროპული კრედიტ-სისტემის (ECVET) ექსპერტი და იყო ამ მიმართულებით გერმანიის პროფესიული განათლების ფედერალური სააგენტოს (BIBB) სამუშაო ჯგუფის წევრი. ის ასევე  არის სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული საერთაშორისო ასოციაციის (DVV) ხელმძღვანელის მოადგილე და სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული საერთაშორისო ასოციაციის (DVV) ნდობით აღჭურვილი პირების ბორდის ხელმძღვანელი.