დუალური პროფესიული განათლების კომიტეტის წევრი (Collaborator DC dVET)

კატერინა ჯეიკი დუალური პროფესიული განათლების კომიტეტის წევრი 2018 წლის სექტემბერში გახდა. აქვს განათლება ბიზნესსა და ეკონომიკაში, ამჟამად ასრულებს სადისერტაციო ნაშრომს განათლების ეკონომიკაში დუალური პროფესიული განათლების კუთხით. აქვს კერძო და საჯარო სექტორში, ასოციაციებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება.

გამოცდილების სფეროები:

  • ჩატარებული აქვს შვეიცარიის განათლების სისტემის ემპირიული კვლევა: პროფესიული და ზოგადი განათლების გავლენა უმაღლესი საბაზო საფეხურის მოსწავლეებზე; პროფესიის არჩევასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესი უმაღლეს საბაზო განათლების საფეხურზე გადასვლისას და პროფესიების არჩევანი დუალურ სისტემაში
  • მუშაობდა შვეიცარული და გერმანული დუალური პროფესიული განათლების სისტემებზე და მათ საერთო და განმასხვავებელ ნიშნებზე.
  • განათლების ეკონომიკა; შეფასების მეთოდები ეკონომიკაში;
  • ბიზნეს სექტორის ჩართულობა, კომპანიების ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი
  • დუალური პროფესიული განათლების ფინანსური სქემა

LinkedIn: https://www.linkedin.com/in/katharina-jaik-02588045/?locale=en_US