პროფესორი ჯანმრთელობისა და სამედიცინო ზრუნვის დიდაქტიკის და მასწავლებელთა მომზადების მიმართულებით
ფალენდარის ფილოსოფიურ/თეოლოგიური უნივერსიტეტი (PTHV)

პროფ. დოქ. მარხვაცკას შესახებ

პროფ. დოქ. მარხვაცკას კვლევების საგანია: სამედიცინო განათლება, მასწავლებელთა მომზადება, პროფესიული განათლება, პრევენცია, (კულტურული) მრავალფეროვნება, კულტურათშორისი კომუნიკაცია, კომუნიკაცია სამედიცინო ზრუნვის სფეროში.

პროფ. დოქ. მარხვაცკა სწავლობდა განათლების მეცნიერებებს ბერლინის ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც დაიცვა სადოქტორო ნაშრომი.  მას მასწავლებელთა მომზადების, პროფესიული განათლების და უცხოელი სტუდენტების მრჩევლად მუშაობის მიმართულებით თითქმის ოცწლიანი გამოცდილება აქვს.  ის ასევე მუშაობდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებში, რომელიც ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების დარგში ადამიანური რესურების გადამზადებას ეხებოდა.

ამჟამად, ის უძღვება პროფესიული ჯანმრთელობის და სამედიცინო ზრუნვის დიდაქტიკაში პროფესიული მასწავლებლების მომზადების მიმართულებას და თანამშრომლობს პროფესიულ სკოლებთან, საავადმყოფოებთან, სამედიცინო ზრუნვის სახლებთან რაინლანდ-პფალცში.  გარდა ამისა, ის არის მიწვეული პროფესორი სამედიცინო განათლების მიმართულებით პოლონეთში, სილეზიის უნივერსიტეტში.  აღნიშნული პროზიციის დაკავებამდე, ის არაერთ უნივერსიტეტსა და პროფესიულ სკოლაში მუშაობდა. პროფ. დოქ. მარხვაცკა იყო სამედიცინო განათლების მიმართულების ხელმძღვანელი შტუტგარტის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში.

ის არის სხვადასხვა გაერთიანებებისა და ასოციაციების წევრი, როგორებიცაა,  სამედიცინო ზრუნვის გერმანული ასოციაცია,  სოციალური განათლების ასოციაცია, სოციალური მედიცინისა და პრევენციის ასოციაცია. გარდა ამისა, ის ხელმძღვანელობს გერმანიის ჯანმრთელობის ასოციაციის განათლების კომიტეტს.