პროფესიული განათლების პროფესორი და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანი
ბერლინის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი

პროფ. დოქ. ტანია მანსფელდის შესახებ

პროფ. დოქ. მანსფელდის კვლევის საგანია: პროფესიული განათლება, სამუშაოს ავტომატიზება/დიგიტალიზაცია, მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის გავლენა, სიმულაციები, სწავლებისა და სწავლის თანამედროვე მიდგომები,  მასწავლებელთა მომზადება.

პროფ. დოქ. მანსფელდი სწავლობდა მექანიკური ინჟინერიის  მიმართულებით ბერლინის ტექნიკურ უნივერსიტეტში. ინჟინრის კვალიფიკაციის მიღების შემდეგ, ის მუშაობდა მკვლევარად ბერლინის ტექნიკურ უნივერსიტეტის ინჟინერიაში დიზაინისა და დიზაინის მეთოდოლოგიის მიმართულებით. ამის შემდგომ, მან ჩააბარე მეორე სახელმწიფო გამოცდა, რითაც გახდა პროფესიული სკოლის მასწავლებელი და მუშაობდა არაერთ პროფესიულ სკოლაში.

პროფ. დოქ. მანსფელდი მუშაობდა ასევე ბერლინის ტექნიკურ უნივერსიტეტის მკვლევარად პროფესიული განათლების ინსტიტუტში მექანიკურ და ელექტრო ინჟინერიაში საგნობრივი დიდაქტიკის მიმართულებით.  სადოქტორო ნაშრომის დასრულების შემდეგ, ის პროფესიული განათლების და ტექნოლოგიის დიდაქტიკის მიწვეული პროფესორი გახდა კასელის უნივერსიტეტში.

ამის შემდგომ, პროფ. დოქ. მანსფელდი მუშაობდა იულიხის კვლევით ცენტრში მეცნიერ-თანამშრომლად და ზედამხედველობას უწევდა ინოვაციურ კვლევით პროექტებს, რომლებიც საჯარო სექტორის დაკვეთით ხორციელდებოდა.

ამჟამინდელი პოზციის დაკავებამდე ის იყო მექანიკური, ელექტრო და ავტომატური ინჟინერიის დარგში საგნობრივი დიდაქტიკის მიმართულებით მიწვეული პროფესორი ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ინსტიტუტში.

პროფ. დოქ. მანსფელდი ამჟამად პროფესიული განათლების პროფესორი და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანია ბერლინის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში.