პროექტის კოორდინატორი
Skilled Crafts – International Vocational Education and Training

სოფია გრუნერტის შესახებ

სოფია გრუნერტი არის SCIVET-ის (სახელობო პროფესიები/ საერთაშორისო პროფესიული განათლება) პროექტის კოორდინატორი სახელობო პროფესიების და მცირე ბიზნესის გერმანულ გაერთიანებაში. მას პროფესიული განათლების მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის ოთხწლიანი გამოცდილება აქვს. ის, თავის კოლეგასთან ერთად, SCIVET-ში ხელმძღვანელობს SCIVET-ის საკოორდინაციო დეპარტამენტს, რომელიც  არის მთავარი საკონტაქტო დეპარტამენტი მათთვის, ვისაც სახელობო პროფესიების მიმართულებით გერმანელ პარტნიორებთან თანამშრომლობით არის დაინტერესებული. კონსულტაციით და ტრენინგ-მომსახურებით დაინტერესებული ორგანიზაციები და ინსტიტუციები იკრიბებიან გერმანელ პარტნიორებთან ერთად და იღებენ საჭირო მომსახურებას. სოფია გრუნერტი ჩართული იყო სახელობო სექტორში ინოვაციური მიდგომების და საერთაშორისო თანამშრომლობის სისტემური მიდგომის შემუშავებაში.

ამჟამინდელი პოზიციის დაკავებამდე ის მუშაობდა გერმანიის საერთაშორის ურთიერთობების სამსახურში. ის სწავლობდა მაგდებურგის ოტო ფონ გურიკეს უნივერსიტეტში ევროპული კვლევებიის მიმართულებით, ასევე პოლონეთში, ვროცლავის უნივერსიტეტსა და ფრანქფურტში ვიადრინას ევროპულ უნივერსიტეტში.