შტეფან ჰუმელსჰაიმის საკონსულტაციო სამსახური
შტეფან ჰუმელსჰაიმი Back To Speakers List

შტეფან ჰუმელსჰაიმის შესახებ

შტეფან ჰუმელსჰაიმს აქვს  საერთაშორისო თანამშრლომლობის ფარგლებში მუშაობის ოცწლიანი გამოცდილება. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: პროფესიული განათლება, განათლების ეკონომიკა და შედეგებზე ორიენტირებული მონიტორინგი და შეფასება.  მას აქვე სპეციფიური ცოდნა ლათინური ამერიკის, აზიისა და აფრიკის შესახებ. ის იყო ხელმძღვანელი/წევრი პროექტებისა ეთიოპიაში, იორდანიაში, ნიგერიაში, სომალიში, სამხრეთ აფრიკასადა კოსოვოში.

შტეფან ჰუმელსჰაიმი სწავლობდა ეკონომიკას, სოციალურ მეცნიერებებს და პედაგოგიკას (განათლების ეკონომიკას, განათლების დაგეგმვასა და შეფასებას) ბოხუმის (სწავლის საწყის ეტაპზე) და ბილეფელდის უნივერსიტეტებში (სწავლის ძირითად ეტაპზე). მან წარჩინებით დაასულა სწავლა (შეფასებით 1,2) და დაიცვა საგამოცდო ნაშრომი თემაზე: ფინანსური პრობლემები პირველად პროფესიულ განათლებაში გერმანიაში. ის მუშაობდა ასისტენტ-მკვლევარად ბილეფელდისა და როსტოკის უნივერსიტეტში, ასევე იყო წევსი ექსპერტთა კომისიისა თემაზე “უწყვეტი განათლების დაფინანსება”, InWEnt-სა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებაში (GIZ).

შტეფან ჰუმელსჰაიმი 2015 წელს იყო სექტორული პროგრამის „პროფესიული განათლება“ ხელმძღვანელი, რომელიც ხორციელდებოდა გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ფედერალურ სამინისტროსთან (BMZ), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) და ევროპის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკთან (KfW) მჭიდრო თანამშრომლობით.  2016 წელს მან დაიწყო საკონსულტაციო საქმიანობა  პროფესიული განათლების, განათლების ეკონომიკისა და შედეგებზე ორიენტირებული მონიტორინგის და შეფასების მიმართულებით. ის GIZ-ის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ძირითადი ექსპერტია.

შტეფან ჰუმელსჰაიმი ევროკავშირის სტანდარტებს და პროექტების დაგეგმვის და შეფასების პროცედურებს. მას განხორციელებული აქვს არაერთი ტრენინგი  შრომის ბაზრის ანალიზის, შესაძლებლობის განვითარების და შედეგების შეფასების შესახებ.
ის არის წევრი/მიმომხილველი სხვადასხვა  ექსპერტ-ჯგუფებში, როგორებიცაა გერმანიის განათლების ფედერალური სამინისტროს (BMBF), სამეცნიერო საბჭო, უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფები (ETF, ILO, UNESCO, World Bank). მას გამოქვეყნებული აქვს ეროვნული და საერთაშორისო ნაშრომები – წიგნები და სტატიები, განათლების კონომიკისა და განათლების შეფასების შესახებ. ის არის იენის უნივერსიტეტის ლექტორი უწყვეტი პროფესიული განათლების დაფინანსების მიმართულებით.