განათლების საერთაშორისო ექსპერტი

ვილმარ დიპგრონდის შესახებ

ვილმარ დიპგრონდი არის განათლების საერთაშორისო ექსპერტი გერმანიასა და ევროპაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით. უკვე 30 წელია ის საგამომცემლო საქმიანობას ეწევა. ბოლო 15 წლის განმავლობაში ის მუშაობდა საგამომცემლო სახლის EINS მმართველ პარტნიორად, რომელსაც წამყვანი ადგილი უჭირავს გერმანიაში პროფესიული განათლების მიმართულებით.

ბატონი დიპგრონდი ასევე მუშოაბდა Wolters Kluwer and Infinitas Learning-ის განათლების და იურიდიულ განყოფილებებში გერმანიაში. ის მიეკუთვნება იმ მცირე ადამიანთა რიგებს, რომელმაც წარმატებას მიაღწია როგორც საჯარო, ისე კერძო და საოჯახო ბიზნეს-კომპანიებთან თანამშრომლობაში.

ბატონი დიპგრონდი იყო გერმანიის საგანმანათლებლო გამომცემლობების ასოციაციის ბორდის ხელმძღავენლი წინა წლამდე. ამჟამად საგანმანათლებლო გამომცემლობების ფორუმის ხელმძღავენლი (Educational Publisher Forum (EPF)) და წარმოადგენს გერმანიის საერთაშორისო გამომცემელთა ასოციაციას (IPA).